ლოჯისტიკის მენეჯერი

1M

სამედიცინო კომპანია "1M" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე, შაბათი 11:00-დან 16:00-მდე. სამუშაო ადგილი: თბილისი. ანაზღაურება: 800-დან 1000-მდე (გამოცდილების შესაბამისად). ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის იმპორტის თანმდევი პროცესების მართვა, ** საწყობის პროცესების მართვა და კონტროლი, ** მიწოდების სამსახურის ოპტიმალური ფუნქციონირება და პროცესების კონტროლი, ** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი; ** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა; ** პარტნიორების მოძიება; ** ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი. ** რეგიონებში ყოველთვიური მივლინებები. ძირითადი მოთხოვნები: ** ლოჯისტიკის სპეციალისტის, ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური და რუსული ენების საერთაშორისო ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ** მართვის მოწმობის ქონა (სასურველია ავტომობილის ყოლა). აუცილებელი თვისებები: ** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; ** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა; ** კომუნიკაბელურობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@1medical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ლოჯისტიკის მენეჯერი". გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/04/2020
ბოლო ვადა: 04/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: