ლიფტის ელექტრომექანიკოსი

სითიქომი

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას ლიფტის ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე თბილისში. "სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაჰყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: (http://www.citycom.ge) ჩვენ გთავაზობთ: საინტერესო სამუშაო გარემოს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას. სამუშაო გრაფიკი: 40 სთ/კვირა; ანაზღაურება - 1200 ლარიდან; ძირითადი მოვალეობები: ** ლიფტში საბარეთე სისტემისთვის საჭირო მოწყობილობის დამონტაჟება/დემონტაჟი; ** დაზიანებული საბარათე მოწყობილობის მოხსნა და ახალი მოწყობილობის მონტაჟი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება. სასურველია შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ** სასურველია სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მომსახურების , ლიფტის მიმართულებით 3 თვიანი გამოცდილება; ** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს ლიფტის მომსახურებასთან დაკავშირებული ცოდნის და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი; ** კანდიდატს არ უნდა გააჩნდეს სიმაღლის და ჩაკეტილი სივრცისადმი შიში; თუ თქვენ ხართ: ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული, გაქვთ კარგი ადაპტაციის და სამუშაოს ადვილად ათვისების უნარი, შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: (hr@citycom.ge). სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან! წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც. დიდი მადლობა დაინტერესებისათვის! დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 032 2 23 24 25

1200 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/05/2020
ბოლო ვადა: 12/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: