Lead of IT Operations

OPPA

სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge  და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას Lead of IT operations  პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შიდა სისტემების მონიტორინგი;
  • მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
  • სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გუნდის წევრების მართვა და სამუშაო გრაფიკის შემუშავება;
  • ინციდენტების აღრიცხვა და ანალიზი;
  • სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ტრანზაქციულ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება IT მიმართულებით;
  • Windows/Linux სერვერებთან მუშაობს გამოცდილება;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სისტემის მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • პროგრამირების საფუძვლების ცოდნა.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში, განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ   წარმატებებს გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/03/2021
ბოლო ვადა: 03/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: