კურიერი

ახალი ხედვა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით). სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00 სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკებში ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და მათთვის პროდუქციით ადგილზე მიწოდება; ** რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა; ** ნაშთის აღრიცხვა და კომპანიაში დაბრუნება. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: ** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში. ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა); ** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) ზედმიწევნით კარგად ფლობა; ** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "კურიერი". თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

750 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 05/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: