LOT.ge
კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული ან არასრული (მხოლოდ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი ან მაგისტრატურის სტუდენტი) უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები
- კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- გამართული/თანმიმდევრული მეტყველების უნარი;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
- არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალობა;
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
- გაწერილი გეგმის შესრულება;
- პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება და მომხმარებლისათვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადები მიიღება 2020 წლის 16 ივნისამდე.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/06/2020
ბოლო ვადა: 16/06/2020