LOT.ge
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
კომპანია “IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური/ ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
- პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
- არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
- საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი;
- საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი მოთხოვნების შესრულება;
- კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე);
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);
პიროვნული უნარები:
- გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი
- გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი/შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
- ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
- მიზანდასახულობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სწავლისა და განვითარების სურვილი
- გუნდურად მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: kapanadze@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი).
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცადების მიღების ბოლო ვადა: 18.03.2020
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020