კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია იმედი L

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • სადაზღვევო ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების  შემუშავება;
  • პოტენციური იურიდიული კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი განვითარება;
  • შეხვედრების დაგეგმვა  და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
  • კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
  • კლიენტებისაგან სადაზღვევო ურთიერთობის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დოკუმენტაციის დროულად მომზადება;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 მარტი, 2020 წელი.

 

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: