LOT.ge
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ჰელფდესკ
კომპანია ჰელფდესკ აცხადებს ვაკანსიას დისტანციური კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვალდებულებები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
- კომპანიისა და პროდუქციის პოზიტიური იმიჯის უზრუნველყოფა და ცნობადობის გაზრდა
- შეთავაზების მომზადება, როგორც სატენდერო ასევე არასატენდერო წინადადებებისთვის;
- არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
- კორპორატიული წინადადებების მომზადება და შეთავაზება
- ონლაინ გაყიდვების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების გაყიდვებში ან IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება პრიორიტეტად)
- B2B სექტორში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება პრიორიტეტად)
- კომპიუტერული პროგრამების – MS Office ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- ორგანიზებულობა
- გამართული/თანმიმდევრული მეტყველების უნარი;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალობა;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება ფიქსირებული 750 ლარი (ზრდის პერსპექტივით) და გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა;
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,ვაკე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი ნომერი 6.
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@helpdesk.ge
750 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/07/2020
ბოლო ვადა: 20/08/2020
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/07/2020
ბოლო ვადა: 20/08/2020