კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ფოლადის სახლი

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.  კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა: 

  • კორპორატიულ კლიენტებთან აქტიური ურთიერთობა, შეხვედრებით, სატელეფონო საუბრებით და ელექტრონული მიმოწერით 
  • კლიენტების საქმიანობის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული კლიენტის ჭრილში;
  • კომერციული წინადადების პროექტების შემუშავება;
  • გაყიდვების ყველა ფაზის კონტროლი, შეკვეთის მიღებიდან-დასრულებამდე;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება;
  • პროექტებში აქტიური ჩართულობა და შეხვედრებზე სიარული;
  • კორპორატიული კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და დამუშავება;
  • შესყიდვების დეპარტამენტთან კომუნიკაცია შესაკვეთი და შემოსატანი პროდუქციის თაობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულო)
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოსა და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (როგორც ფიქსირებული, ასევე საბონუსე სისტემა).  

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება 
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისი, ივ. იუმაშევის ჩიხი # 14, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge. თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/06/2020
ბოლო ვადა: 03/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: