კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. 2007  წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა
  • სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება
  • სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება
  • განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია კორპორატიული მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

 

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი
  • დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი
  • კოლეგიალურობა
  • თავდაჯერებულობა
  • მოტივირებულობა
  • შედეგებზე ორიენტირებულობა

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე 15 ივნისამდე, შემდეგ ელ.მისამართზე: sopo.ramishvili@irao.ge

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/06/2020
ბოლო ვადა: 15/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: