კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ბენე ჯგუფი

ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე, საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@benegroup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/06/2020
ბოლო ვადა: 07/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: