კორპორატიული ბანკირი

კრედო ბანკი

თანამდებობა: კორპორატიული ბანკირი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის სერვის ცენტრი

 

„კრედო ბანკი“ 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 72 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა - სავარჯიშო დარბაზის/საცურაო აუზის დაფინანსება;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

 

გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე თბილისში, მთაწმინდის სერვის ცენტრში.

 

პოზიციის მიზანი და პასუხისმგებლობა:

  • კორპორატიული ბანკირის მიზანია კორპორატიულ სეგმენტზე რჩეული საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვა და კლიენტებზე ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევა. რჩეული ბანკირი პირდაპირ პასუხისმგებელია სერვის-ცენტრის მართველის, სმე განყოფილების უფროსის და საბანკო მომსახურების განვითარების და კონტროლის განყოფილების უფროსის წინაშე ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე.

 

სამუშაო აღწერილობა:

  • კორპორატიული/რჩეული კლიენტების მოზიდვა და მათთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევა;
  • კრედო ბანკში არსებული არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კორპორატიული/რჩეული კლიენტებისათვის შეთავაზება და გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • კლიენტების დავალებით საბანკო ოპერაციების შესრულება;
  • კლიენტების საჭიროებების დადგენა, მათთვის კონსულტაციის და შესაბამისი მომსახურების გაწევა.
  • მუდმივი კონტაქტი კლიენტთან და პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი მოგვარების პროცესში ჩართულობა.
  • კორპორატიული/რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება, აღრიცხვის წარმოება, დროული განახლება და ბაზაში ადამინისტრირება;
  • კორპორატიულ/რჩეულ კლიენტთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება ზედამხედველის დავალებისამებრ.

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული.
  • სავალდებულოა საბანკო სექტორში მსხვილ იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც მომსახურების ასევე გაყიდვების მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭება კორპორატიული სტატუსის მქონე კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას;
  • MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@crdeo.ge წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - „კორპორატიული ბანკირი“. სივების გამოგზავნა შეგიძლიათ 2 აპრილის ჩათვლით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/03/2020
ბოლო ვადა: 02/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: