კორპორაციის ვიპ/პრემიუმ დაზღვეულების პირადი მენეჯერის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია არდი

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კორპორაციის ვიპ/პრემიუმ დაზღვეულების პირადი მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ანაზღაურებაზე  შემოსული სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა;
  • დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (ელექტრონული ფოსტა, Viber, WhatsApp)  და მოთხოვნათა  ეფექტური  დელეგირება;
  • პირადი მენეჯერის შვებულების დროს მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:
  • დაზღვეულების ჩაწერა მათთვის მოსახერხებელ დროს როგორც კომპანიის ოჯახის ექიმებთან, ასევე სხვა კლინიკებში სპეციალისტებთან  მათი მოთხოვნის მიხედვით და მიღებული მომსახურების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში მიმართვების გაცემა კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებსა და მედიკამენტებზე;
  • დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა, Viber თუ WatsApp) და მოთხოვნათა ეფექტური დელეგირება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენ(ებ)ის ცოდნა - სასურველია.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „ვიპ/პრემიუმ დაზღვეულების პირადი მენეჯერის ასისტენტი“.

 

სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:  

ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/05/2021
ბოლო ვადა: 27/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: