კორიანის / სინთეზური ქვის დამუშავების ოსტატი

ლაზიერი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის, ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს „ლაზიერი“ მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP-Laminate), კორიანის (DuPont’s Corian®), ნეოლითის (TheSize’s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

 

ლაზიერი, ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე:

კორიანის (სინთეზური ქვის) დამუშავების ოსტატი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კორიანის ან მსგავსი სინთეზური ქვის დამუშავების ცოდნა;
  • საწარმოო პროცესების ცოდნა;
  • სასურველია ქვის სპეციფიკის ცოდნა;
  • სასურველია ქვის დამუშავების საფუძვლების ცოდნა;
  • სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქვის დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურობის მაღალი შეგრძნება.

 

ანაზღაურება ოსტატებისათვის იწყება 1500 ლარიდან. ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს მრავალსაფეხურიანი გონივრული შეფასების სისტემა, რათა თითოეულ თანამშრომელს ნებისმიერი სახის გამოვლენილი გულმოდგინება დაუფასდეს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, კვირა დასვენების დღე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Lmelitauri@Lazieri.com ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12. გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: www.Lazieri.com

www.Facebook.com/Lazierigeo

www.Instagram.com/LazieriGeorgia

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/06/2020
ბოლო ვადა: 09/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: