კონსულტანტი ქუთაისში

თოლია

შპს „ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის და ნახევრფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს  ყველასთვის ცნობილ და  საყვარელ ბრენდებს -  „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/

ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
  • სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
  • პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
  • პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი;
  • სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
  • უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

სამუშაო პირობები:

  • ადგილი: სხვადასხვა ობიექტი ქუთაისის მასშტაბით;
  • გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
  • ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@tolia.ge; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ქალაქი და პოზიცია რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

თოლია წარმატებებს გისურვებთ!


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/05/2020
ბოლო ვადა: 19/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: