კონსულტანტი

პრობუს ტრეიდი

მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.  

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქტების გაყიდვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ტანსაცმლის  სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

 

სამუშაო გრაფიკი:09:30-დან 18:00-მდე და 13:00-დან 20:30-მდე, კვირა მოკლე სამუშაო დღე,

დასვენება კვირაში ერთი დღე  

კანდიდატთა შერჩევა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: manfashionge@gmail.com   დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს. გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/07/2020
ბოლო ვადა: 28/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: