კონსულტანტი

მეტრომარტი

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი მეტრომარტი“ აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში:  

   კომპანია „მეტრომარტი“ არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტი“-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

  ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის  გამოცდილება);
  • აზერბაიჯანული ან სომხური  ენების  ცოდნა (სასურველია)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა-პროდუქტის პრეზენტაცია;
  • ინვოისების და საგარანტიო  ტალონის შევსება;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის რაციონალურად  გადანაწილების უნარი;
  • ყურადღება დეტალებისადმი, პასუხისმგებლობა;
  • დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.
  • რეზისტენტულობა;
  • ლოიალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამართილანობა და ეთიკურობა; 
  • გამართული მეტყველების უნარი;

     

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი ისთ -ფოინთი.
  • სრული განაკვეთი (10სთ დან :20 სთმდე ან 13 სთდან- 22 სთმდე)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე anjelika@ameritech.ge 2020 წლის 1 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/06/2020
ბოლო ვადა: 01/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: