კონსულტანტი

Dressup Group

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 25 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Levi’s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Greyder, Converse, Lacoste, Vans, Bensimon, Guess, Gant, Tommy Jeans, Jack & Jones, Etam ყველაზე დიდ არჩევანს. კომპანია წარმოდგენილია 39 მაღაზიით თბილისში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

დრესაპ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქტების გაყიდვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

 

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე ან 14:00-დან 22:00-მდე, 2 კვირაში დასვენების სამი დღე

 

კანდიდატთა შერჩევა

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22.07.2020

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 21/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: