კონსულტანტი

აგროჰაბი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.  

 

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

 

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ამისათვის საკმარისია: 

  • იყოთ თავაზიანები და  სათანადოდ მოემსახუროთ მომხმარებელს;
  • შეგეძლოთ გუნდურად მუშაობა;
  • შექმნათ სამუშაო სივრცეში პოზიტიური გარემო;
  • პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ გუნდს;
  • საინტერესო გამოცდილებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ღამის საათებში ტრანსპორტირებას მეტროსადგურამდე (10 საათიდან);
  • კვებაზე 50 % - იან ფასდაკლებას; 

 

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი, სრული ან
  • დღე-გამოშვებით, 12 საათიანი

ანაზღაურება: 450 ლარი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

450 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: