კონკურსი მოწვეული სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად

თბილისის თავისუფალი აკადემია

შპს თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე მოწვეული სპეციალისტის  თანამდებობების დასაკავებლად. მოთხოვნები:

  • განათლება:  დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება:  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი ან/და  პროფესიული გამოცდილება (მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკით) ან/და სპეციალური მომზადება ან/და შესაბამისი პუბლიკაციები. 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა,  შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება,  რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
  • სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები;
  • უცხო ენის ცოდნის დონე;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.

 

კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანსიებზე:

  • მენეჯმენტი
  • მათემატიკა
  • ეკონომიკა
  • ინფორმატიკა
  • აკადემიური წერა  

მოწვეული პერსონალის თანამდებობაზე არჩევა ხდება 3 წლის ვადით.  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • კონკურსანტის CV;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები;
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5  წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
  • სხვა ინფორმაცია.

 

კონკურსის ჩატარების  ვადა:

  • კონკურსი გამოცხადდა  2020 წლის 28 თებერვალს:
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 30 მარტიდან  3 აპრილის  ჩათვლით,
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა -  7  აპრილი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.
  • გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 8აპრილს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე).
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 13  აპრილისა.  

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაცია  უნდა წარადგინონ აკადემიაში 2020 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge;    tea.tulashvili@freeacademy.edu.ge  

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.   ტელ: 2 36 91 60


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: