კონკურსი ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე

ევროპის უნივერსიტეტი

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სამართლის სფეროში პროფესიული ნიშნით, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ა) საჯარო სამართალი (ადმინისტრაციული სამართლი).

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ პროფესორის - 1 ვაკანსია.

ბ) კერძო სამართალი.

  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია.

გ) საერთაშორისო სამართალი.

  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია.

 

2. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

2.1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:

ბ.ა) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;

ბ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება

 

2.2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:

ბ.ა) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;

ბ.ბ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

 

3. საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@eu.du.ge / Hr@eu.edu.ge );

ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ზ) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია).

 

4. კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.

2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

5. კონკურსის ვადები

1. კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 8 მაისიდან;

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 10 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით;

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 7 ივლისისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

7. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2020 წლის 10 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით.

 

6. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.du.ge

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/05/2020
ბოლო ვადა: 07/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: