კონკურსი ახალგაზრდებისთვის

თავისუფალი ასოციაცია

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

სადაც არ უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ, ფოტოებს იღებ და ფოტოისტორიების მომზადება შენი პროფესიის ნაწილი თუ არა ჰობი მაინც არის, გიყვარს მეგობრებისა და გარშემომყოფებისთვის საკუთარი ნამუშევრების გაზიარება, ეს გზავნილი შენთვისაა.

მოგვაწოდე ფოტოისტორიები, თუ გაინტერესებთ: სოციალური თემატიკა, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და ზოგადად, საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ მასალას მხოლოდ ერთი დათქმით მივიღებთ, მომზადებული ნამუშევარი სიძულვილის ენას არ უნდა შეიცავდეს, ასევე, პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს არ უნდა ატარებდეს.

გამოგვიგზავნე ფოტოისტორია ელექტრონულ ფოსტაზე 3-ზე მეტი ფოტოთი და ნახევარგვერდიანი ტექსტით მაინც. მოგვიყევი ამბავი, რომელიც გინდა, რომ სხვებმაც იცოდნენ.

ჩვენ გამარჯვებულსაც გამოვავლენთ და ფულად ჯილდოს გადავცემთ, 600 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა).

ელექტრონულ ფოსტაზე - tavisupalia@gmail.com ფოტოისტორიასთან ერთად მობილურის ნომერიც მოგვაწოდე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგეხმიანოთ. ასევე, მასალის გამოგზავნისას ასაკიც მიუთითე.

პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრები პროექტის ბოლოს დაგეგმილ გამოფენაზეც მოხვდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერე და ვეცდებით, ოპერატიულად გამოგეხმაუროთ.

არ დაგავიწყდეს, აგვედევნე ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებზე.

ნამუშევრები 20 აგვისტომდე მიიღება. გამოგზავნილი ფოტოისტორია რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული არ უნდა იყოს.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჩვენს ვებსა თუ სოციალურ გვერდებზე არაერთ საინტერესო ფოტოამბავს გადაეყრებით .


სრული განაკვეთი
თბილისი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 11/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: