კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.  

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

 

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/  

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიოფიზიკის მიმართულებით (1 ვაკანსია);

 

ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა

  • ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ჰისტოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია).

 

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მსოფლიო ისტორიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

 

განსაკუთრებული მოთხოვნა: კონკურანტს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაციები ევროპისა და ამერიკის  ქვეყნების ისტორიაში.

 

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
  • ფოტო (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
  • ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა კლინიკური გამოცდილების შესახებ;
  • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის შემთხვევაში);
  •  სამოტივაციო წერილი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;საგნის სილაბუს(ებ)ი;
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი პროექტი (დანართის შესაბამისად);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუემნტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • საბუთები წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;

 

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:  

ძირითადი კრიტერიუმებია:       

  •  აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენეტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.
  • სამეცნიერო ნაშრომები. უპირატესობა მიენიჭება სკოპუსის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციების ავტორებს.  

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • კვლევითი საქმიანობის პროექტი;
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.
  • საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე/ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება.
  • კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან.
  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2020 წლის 30 და 31 მარტს  12:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
  • კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 1 და 2 აპრილს.
  • კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობოს დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  • საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს  2020 წლის  6 მარტი.
  • კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 8 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.
  • საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, www.ug.edu.ge და www.jobs.ge–ზე.
  • ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
  • სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კმ. 0131).

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 12/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: