კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ქუთაისში

ქუთაისის უნივერსიტეტი

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

  • ეკონომიკის მიმართულება - პროფესორი (2 საშტატო ერთეული)
  • ტურიზმის მიმართულება - პროფესორი (1 საშტატო ერთეული).

 

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში hr@unik.edu.ge);
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების*, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 30 სექტემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 30 ოქტობრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 11 ნოემბრისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 18 ნოემბრისა;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა;
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში 2020 წლის 30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, hr@unik.edu.ge

ტელ: +995 (431) 23 79 79

 

*იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადა სტურებელი დოკუმენტი.


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/10/2020
ბოლო ვადა: 15/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: