კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ევროპის უნივერსიტეტი

დანართი № 1

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) ფარგლებში, დენტალური მედიცინის სფეროში - პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ- პროფესორის, ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

1. დიპლომირებული სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან (ქართულენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამაზე: პროფესორი - 2 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 4 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორი - 4 ვაკანსია; ასისტენტი - 4 ვაკანსია.

 

2. დიპლომირებული სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამაზე: პროფესორი - 2 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 4 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორი - 4 ვაკანსია; ასისტენტი - 4 ვაკანსია.

 

3. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები: პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) ხედვა.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული
  • (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  •  შესაბამისი სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული
  • (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა.

 

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის სტატუსი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან - შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით - უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

შენიშვნა: უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ან პროგრამის უცხოენოვანი კომპონენტის განსახორციელებლად კონკურსანტი ახდენს გასაუბრების ეტაპზე ენობრივი კომპეტენციის დემონსტრირებას პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ენაში, თუკი აღნიშნული ენა კონკურსანტის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს. უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება:

  • შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის / სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად.

 

4. საკონკურსო დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში ან ელექტრონულად info@eu.edu.ge);
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები, სახელმწიფო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი  ჩატარდება შპს  „ევროპის  უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა- შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

5. კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 12 თებერვლიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 13 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 28 მარტისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 7 აპრილისა;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 10 აპრილისა;
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში 2020 წლის 13 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით.

6. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.du.ge ტელ: 032 2141 181; 032 2000 171


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 13/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: