კონკურსი - სამართლის სამეცნიერო-კვლევითი კვლევითი ინსტიტუტისთვის მეცნიერ თანამშრომელი

ევროპის უნივერსიტეტი

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი კვლევითი ინსტიტუტისთვის მეცნიერ თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

 

  • მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - 5 ვაკანსია (თითო ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია, საერთაშორისო სამართალი, კერძო სამართალი და კიბერუსაფრთხოების სამართალი);
  • უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 5 ვაკანსია (თითო ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია, საერთაშორისო სამართალი, კერძო სამართალი და კიბერუსაფრთხოების სამართალი);
  • მეცნიერ თანამშრმელი - 5 ვაკანსია (თითო ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია, საერთაშორისო სამართალი, კერძო სამართალი და კიბერუსაფრთხოების სამართალი).

 

 

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

 

 

უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე

 

მეცნიერ თანამშრომელის თანამდებობის დასაკავებლად:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად);
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით). გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • კვლევითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

 

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა- შეფასება.
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

 

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 10 ივნისიდან;
  • თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის ივნისიდან 15-22 ივნისი ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 25 ივნისისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 3 ივლისისა;
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში 2020 წლის 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური ელექტრონულად, მისამართზე: info@eu.edu.ge .

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.du.ge

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171 უნივერსიტეტოს შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერს: eu.edu.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/06/2020
ბოლო ვადა: 22/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: