კომუნიკაციების სპეციალისტი/პროექტის ასისტენტი

უფლებები საქართველო

ააიპ "უფლებები საქართველო" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სპეციალისტის/პროექტის ასისტენტის პოზიციაზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" თბილისის ღია უნივერსიტეტთან და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით. ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული ხელფასი) სამუშაოს დაწყების დრო: 1 სექტემბერი 2020 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი მოვალეობები: ** სამუშაო შეხვედრების, მრგვალი მაგიდების, დისკუსიებს, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების ორგანიზება; ** მედიასთან და პროექტის სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის დაგეგმვა და შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა; ** პროექტის და ორგანიზაციის ვებგვერდის და სოციალური ქსელების მართვა; ** საინფორმაციო მასალების და მულტიმედიური პროდუქტების მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში, მასალების თარგმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** პროექტის და ორგანიზაციის სახელით საჯარო განცხადებების გაკეთება; ** პროექტის და ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობაში/ ღონისძიებაში მონაწილეობა; ** ადმინისტრაციულ და ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება და პროექტის გუნდის დახმარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტიკის, კომუნიკაციის და პიარის სპეციალისტებს); ** პიარისა და კომუნიკაციების საკითხებზე მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება; ** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება; ** თანამედროვე საინფორმაციო და მედია ტენდენციების და ინსტრუმენტების ცოდნა/ გამოყენება; ** ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გრაფიკული დიზაინისა და ვიდეორედაქტირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; უნარ-ჩვევები: ** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და პრეზენტაბელურობა; ** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა; ** ​ინიციატივიანობა და შემოქმედებითობა; ** ეფექტიანი კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა; ** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა ** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის პრაქტიკული დავალება (წერითი); ** მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გასაუბრება; გამოცხადებულ პოზიციებზე დასაქმების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ორი რეკომენდატორის მონაცემები (სახელი, გვარი, პოზიცია, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი) ა/წ 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@rights.ge სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს "პროექტის ასისტენტი - გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში"` არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/08/2020
ბოლო ვადა: 27/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: