კომპლაენსის და AML ოფიცერი

პროკრედიტ ბანკი

სს „პროკრედიტ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კომპლაენსის და AML ოფიცერი.

 

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • საოპერაციო დღის განმავლობაში საბანკო ტრანზაქციების კონტროლი, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა და ანგარიშგების გაგზავნა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
  • AML პროგრამის მიერ საეჭვოდ მიჩნეული კლიენტების და ტრანზაქციების გაანალიზება;
  • კონსულტაციების გაწევა ბანკის თანამშრომლებსთვის მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით წარმოქმნილი საკითხების შესახებ, მათ შორის კლიენტის იდენტიფიკაციის და შესწავლის პროცესში და მათ მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის რისკის შეფასებისას;
  • ბანკის თანამშრომლებისთვის AML ტრენინგის ჩატარება.
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
  • ბანკისთვის რელევანტური საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილებების მონიტორინგი და მათი დანერგვის კოორდინაცია;
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის რისკის შეფასება და მონიტორინგი;
  • ბანკის მიერ ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
  • ეროვნული ბანკისა და სხვა ორგანოების მიერ გაწეული რეკომენდაციების დროულ შესრულებაზე კონტროლი;
  • შუამავლის როლის შესრულება გარე მხარეებთან (ეროვნული ბანკი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საბანკო ასოციაცია და სხვ.) და ასევე პროკრედიტ ჰოლდინგთან კომუნიკაციაში;
  • კლიენტების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების მიღება, განხილვა და მათზე პასუხის გაცემა. კლიენტების პრეტენზიების შესახებ ანგარიშგების მომზადება.

 

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საბანკო მიმართულებით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით წერითი უნარები);
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.

 

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.department@procreditbank.ge

გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “Compliance and AML Officer”

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 29.03.202


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/03/2020
ბოლო ვადა: 29/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: