კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვების მენეჯერი

კომპიუტერული კომპანია ადა

კომპიუტერული კომპანია ..ადა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.  

შ.პ.ს. „ადა“ წარმოადგენს კომპიუტერული ტექნიკის რეალიზატორს საქართველოში.  „ადა“ არის თავის სფეროში ყველაზე სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანია, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. კომპანიის საკადრო პრიორიტეტია  ახალგაზრდა პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა და შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.

 

სამსახურის მახასიათებლები:

  • სამუშაო საათები: ორშ-შაბ. 10:00-20:00

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპანიას არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები, რადგანაც თუ ადამიანი დამწყებია, ყველაფერი ვერ ეცოდინება, შესაბამისად ჩვენ ვასწავლით და ვასწავლით უფტო მეტს ვიდრე სხვაგან!
  • არ უნდა იყოს ზარმაცი, არ უნდა იყოს ამპარტავანი, უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული და მშრომელი. უმჯობესია არ ეწეოდეს თრიაქსა და თამბაქოს.უნდა იყოს კეთილი და თავმდაბალი. და ბოლოს რაც მთავარია-უნდა იყოს ადამიანი!

 

ანაზღაურება:

  • საწყის ეტაპზე, გამოსაცდელ სამ თვიან პერიოდში, ანაზღაურებას 600 (ექვსასი) ლარი. იმის შემდეგ რაც ჩაერთვება მუშა პროცესში ანაზღაურება იქნება ბონუსურ სისტემაზე აწყობილი და დამოკიდებული იქნება თუ როგორ მუშაობს იგი.
  • ჩვენ გვინდა გვყავდეს "კმაყოფილი" თანამშრომელი, რომელიც საქმეს  გააკეთებს არა იმიტომ, რომ სამსახურეობრივი მოვალეობაა, არამედ იმიტომ რომ ეს თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და წინსვლაზე და პერსპექტივაზე ფიქრობდეს.

ძირითადი მოვალეობები:

  • უმაღლესი ან არასრული განათლება (სასურველია ტექნიკური კუთხით), შესაძლებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის ზოგადი მახასიათებლების ცოდნა;
  • Microsoft Office -ის ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • აქტიური;
  • თავაზიანი;

 

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თანდართული სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ada.net.ge

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: