კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია (CTA ) აცხადებს სადიპლომო კურსს “კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის“ პროგრამაზე.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

  • კომპიუტერის აპარატურულ მხარეს (კომპიუტერის კომპონენტებს, მათი მუშაობის პრინციპებს, თავსებადობას, დიაგნოსტიკას და აპარატურული პრობლემების აღმოფხვრას). პერიფერიული მოწყობილობების (მაგ. პრინტერი, სკანერი) დაკავშირებას და ქსელში გაზიარებას. ასევე უსაფრთხოების სისტემების (ვიდეო კამერების) გამართვას, ჩაწერას (DVR/NVR) და დაშორებულად წვდომას.
  • ოპერაციულ სისტემებს – ოპერაციული სისტემის სტრუქტურა და ფუნქციები(Windows 7/8/8.1/10), ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა, ადმინისტრირება, სისტემასთან მუშაობის პროცესში შექმნილი პრობლემის გასწორება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • Windows-ის სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, , Active Directory, Domain controller, DHCP, DNS, FTP, Print სერვერების გამართვა. Group police, DFS, drive maps, quotes.
  • კომპიუტერული ქსელები – ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების (Router, Switch) კონფიგურაცია, გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა (CCNA – სრული კურსი)

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის დიპლომთან ერთად მიიღებს: Cisco IT Essentials და Cisco CCNA-ს საერთაშორისო სერთიფიკატებს. კურსის ხანგრძლივობა 1 წელი. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3 – ჯერ ორი საათი.

პროგრამის სილაბუსი იხილეთ ლინკზე:

დაგვიკავშირდით: თბილისი, დ.აღმაშენებელის #172 გორი, გარსევანიშვილის #3 ქუთაისი, 9 აპრილის #2 თელავი, აღმაშენებლის #14

ctaedu.ge@gmail.com

http://ctaedu.ge

TEL: +995 555  87 08 80


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/07/2020
ბოლო ვადა: 11/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: