კომპენსაციებისა და შეღავათების წამყვანი სპეციალისტი

თელასი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს  გარე   ვაკანსიას, პერსონალთან მუშაობის სამსახურში

კომპენსაციებისა და შეღავათების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე

 

ძირითადი  მოთხოვნები

  • კომპენსაციებისა და შეღავათების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი ეკონომიკური (ფინანსური) განათლება.
  • MS Office (Excel) და IRP ძალიან კარგი ცოდნა (უპირატესია);
  • საქართველოს შრომის კოდექსის ძალიან კარგი ცოდნა;
  • მოტივაციის სისტემის აგებისა და დანერგვის გამოცდილება ყველა დონის სპეციალისტებისთვის;
  • ხელფასის ფორმირების პრინციპების, მატერიალური და არამატერიალური სტიმულირების მეთოდების ცოდნა;
  • შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის არა ნაკლებ 3-წლიანი გამოცდილება
  • რუსული ენის სავალდებულო ცოდნა
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი მოვალეობები

  • პრემირების, ბონუსების გადახდის სქემების აქტუალიზაცია, ბენეფიტებისა და კომპენსაციების გაანგარიშება საწარმოს ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • პერსონალთან დაკავშირებული ხარჯების ფორმირება „პერსონალთან და სიისგარე შემადგენლობასთან დაკავშირებული ხარჯების ფორმირების მეთოდიკის“ ფარგლებში სს „თელასის“ დაგეგმვის პროცესის ფარგლებში;   
  • შრომის ანაზღაურების ფონდის გაანგარიშება და დაგეგმვა;
  • ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლების და საკონტროლო მაჩვენებლების რუკების გაანგარიშება და დაგეგმვა
  • წლიური პრემიის გაანგარიშება კორპორაციული სტანდარტის თანახმად;
  • შრომის ანაზღაურების და სოციალური პაკეტების სისტემის ელემენტების ფორმირება და გადახედვა კორპორაციული პაკეტების ფარგლებში;
  • პერსონალის მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა (პრემირება, ბონუსების, მოტივაციის სისტემის შემუშავება, KPI სისტემის შემუშავება);
  • შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვა, ფორმირება და ხარჯვის ანალიზი, თანამშრომლების ხელფასების პრემიალური ნაწილის გაანგარიშება;
  • იმ მაჩვენებლების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც მიმართულია შრომის ნაყოფიერების ზრდაზე, დანახარჯების შემცირებაზე, შრომის ანაზღაურების ხარჯების  ოპტიმიზაციაზე;
  • თანამშრომლების კონსულტაციები მოტივაციის პროგრამასთან დაკავშირებით;
  • პერსონალთან დაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტის ფორმირება და მისი შესრულების კონტროლი;
  • შრომის ბაზრისა და ხელფასების დონეების მიმოხილვის ჩატარება;
  • თანამდებობების გრეიდირების სისტემის შემუშავება; თანამდებობების შეფასება გრეიდების მიღებული სისტემის მიხედვით;
  • ინფორმაციის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის, ანალიტიკური ანგარიშების ხელმძღვანელობისთვის შრომის ანაზღაურების ფონდის ხარჯვასთან, ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით,  ჯგუფში მიღებული პრაქტიკის თანახმად;
  • დებულებებისა და ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება, მეთოდური დახმარების გაწევა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ დებულებების შემუშავებაში, მონაწილეობა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში;
  • ხელფასების გაცემის მეთოდიკის შესრულების კონტროლი, ხელფასის გადახდის პროცესის თანხლება;

 

 

 

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია

ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2020  წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/09/2020
ბოლო ვადა: 09/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: