კომერციული დირექტორი

Unix Development

იუნიქს დეველოპმენტი ეს არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. Unix-ი აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს.    

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე. 

 

სამუშაო აღწერა: 

  • გენერალურ დირექტორთან ერთად კომპანიის კომერციული მიმართულებით შესაბამისი სამოქმედო გეგმის/სტრატეგიის ჩამოყალიბება, ბიუჯეტირება; 
  • მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება, შესრულება და მონიტორინგი; 
  • პერიოდული რეპორტების წარმოება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • კომერციული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა; 

 

პიროვნული თვისებები და უნარები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა; 

 

ანაზღაურება: 

  • ფიქსირებული , მზარდი ინდივიდუალური განვითარების და კვალიფიკაციის მიხედვით. 

 

თუ თვლით რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებთ და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 

  • სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში; 
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის საშუალებას; 

 

 

დედლაინი: 1.07.2020                                                                   

ელ. ფოსტა: hr@unix.ge 

მდებარეობა: თბილისი, მარსელის ქ.10                                      

ვებსაიტი: unix.ge 

 

აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და აღწერაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘კომერციული დირექტორი’. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: