კომერციული დირექტორი

კომპანია

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მზარდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია აცხადებს ვაკანსიას  კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა  და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების  რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • მომავალი გაყიდვების პროგნოზირება და ბიუჯეტირება;
  • მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების კონტროლი;
  • გაყიდვების კონტროლი/ანგარიში;
  • ძლიერი ჯგუფის ჩამოყალიბება, მართვა და მოტივირება;
  • ახალი პროდუქტების დანერგვა, განვითარება და რეკლამირება;
  • დირექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლი;
  • ფინანსური დირექტორის მიერ მიწოდებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების მისადაგება კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან დასამსახურებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტიმულირების მიზნით წამახალისებელი აქციების დაგეგმარება და მოწყობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • მმართველობითი უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებული;
  • ორგანიზატორული ნიჭი;

 

ანაზღაურება: 3000-4000 ლარი, გამოცდილების მიხედვით, + ბონუსები

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • სამუშაოს სწრაფად და მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ დატოვეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას

3000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 27/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: