კომერციული დირექტორი

HH Recruitment

HH Recruitment   (www.HH.ge)   აცხადებს შერჩევას  კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ერთ-ერთი სამედიცინო კომპანიისთვის.      

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად კომერციული სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, აქტივობების განხორციელება და შესრულების კონტროლი;
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა  და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების  რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში; მაღაზიების საცალო ქსელის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, რაც მოიცავს, როგორც არსებული მაღაზიების ოპტიმიზაციას, ასევე ახალი ფილიალების გახსნას;
  • კომპანიის განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, აღსრულება კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში. ფინანსური სამსახურისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად  მიწოდება;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და სამსახურებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ( სასურველია ფინანსების; ბიზნესის მართვის ან ეკონომიკის  განხრით);
  • სამ წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის; დირექტორის; გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე;
  •  პრიორიტეტულია გამოცდილება  საცალო ვაჭრობა/რითეილი/ დისტრიბუციის ან წარმოების ინდუსტრიის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენის ენების ფლობა;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. მნიშვნელოვანია MS EXCEL - ის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

კომპანია კანდიდატს სთავაზობს:

  • კონკურენტუნარიან ყოველთვიურ დარიცხულ ხელფასს + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • კომპანიის ავტომობილს (საჭიროებიდან გამომდინარე)
  • კორპორატიულ ტელეფონს/ სატელეფონო ლიმიტს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოეხმაურეთ ვაკანსიას შემდეგ ელ- მისამართზე Recruitment1@hh.ge

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!

 

 

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/03/2021
ბოლო ვადა: 02/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: