კლიენტთა მომსახურების ასისტენტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR.GE-ის ვებ-გვერდის კლიენტთა მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე

 

თუ გაინტერესებთ გაყიდვების სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

სამუშაოს აღწერა:

  • სატელეფონო კომუნიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებთან
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ყოველდღიური რეპორტინგი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook)
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე)

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

 

დამატებითი პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30
  • კომპანია ახდენს თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფას
  • კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/08/2020
ბოლო ვადა: 31/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: