კლიენტთა მომსახურების ადმინისტრატორი

My.ge

კომპანია MY.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე 16 წელია წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto, www.mymarket, hwww.myhome, www.myparts, www.myjobs, www.myshop გეძებს შენ კლიენტთა მომსახურების ადმინისტრატორს. გიყვართ ხალხთან ურთიერთობა? თვლით, რომ ვერბალური კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ? ადვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხარებელს პრობლემის გადაწყვეტაში? მაშინ მოდი MY.GE-ში და ერთად შევუქმნათ კომფორტული გარემო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი; ანაზღაურება: 800-1000 ლარი (Net); სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე მონაცვლეობით; სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე; შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** საიტის სესხების ლიდების მოდულიდან მიღებული განაცხადების დამუშავება, მომხმარებელთან დაკავშირება და მონაცემების დაზუსტება; ** დამუშავებული ინფორმაციის პარტნიორი კომპანიებისათვის გადაგზავნა; ** დეველოპერული კომპანიების მოდულის ლიდების დამუშავება; ** ზარების განხორციელება კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებისა და კონტროლის მიზნით; ** მომხმარებლებთან შემახსენებელი ზარების განხორციელება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით; ** ახალი სერვისების შესახებ საპრომოციო ზარების განხორციელება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ კლიენტთა მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმალური გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების სფეროში, ოპერატორის პოზიციაზე; ** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი; ** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა; ** სასურველია ციფრული მარკეტინგის საბაზისო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა; ** გამართული და დახვეწილი მეტყველება; ** მონაცემთა დამუშავებისა და შეყვანის უნარი; ** ეფექტური გაყიდვების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ​პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი. ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** საპენსიო დანაზოგის 4%; ** ფიტნეს აბონიმენტი; ** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი(British Council Georgia); ** ​ალგორითმების უფასო სასწავლო კურსი; ** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში; ** უფასო ონლაინ კურსების სხვადასხვა პლატფორმებზე. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@my.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

800 1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 26/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: