კიბერუსაფრთხოება (CyberOps Associate) + ქსელის უსაფრთხოება (CCNA Security)

Next-IT Academy

ტრენინგი - კიბერუსაფრთხოება (CyberOps Associate) + ქსელის უსაფრთხოება (CCNA Security)

მომწოდებელი: Next-IT Academy

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოებისა (CyberOps Associate) და  ქსელის უსაფრთხოების (CCNA Security) სასწავლო კურსებზე

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი

კურსის ხანგრძლივობა: 2-2 თვე (ორივე მოდულის გავლის შემთხვევაში ჯამში 4 თვე)

სალექციო დღეები: კვირაში 2 დღე - ორშაბათი, პარასკევი

ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (17:00-დან 19:30-მდე)

ერთი მოდულის ღირებულება: 500 ლარი (ორივე მოდულის გავლის შემთხვევაში ჯამში  1000-ის ნაცვლად გადაიხდით 900 ლარს), გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც

 

სწავლა დაიწყება 5 ოქტომბერს (საღამოს 17:00 საათზე)

მისამართი: თორნიკე ერისთავის №8/გიორგი ჭყონდიდელის №113 (დიდუბისა და გოცირიძის მეტროდან 5 წუთის სავალზე) - https://goo.gl/maps/2hSFBQKfCg9Ti7qt5

რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ ქვემოთ მოცემულ ნომრებზე, გაგესაუბრებათ ინსტრუქტორი და მოგცემთ რეგისტრაციისთვის საჭირო მითითებებს.

ტელ: +995 551 40 12 34, +995 558 19 04 07

ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com

Facebookhttps://www.facebook.com/Next.IT.Academy/

Facebookhttps://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

 

კიბერუსაფრთხოება (CyberOps Associate) კურსზე გაიცემა ოთხი სერტიფიკატი:

1)      Cisco  - Introduction to Cybersecurity

2)      Cisco – Cybersecurity Essentials

3)      Cisco – Cybersecurity Operations

4)      Next-ITsecurity

ქსელის უსაფრთხოება (CCNA Security) კურსზე გაიცემა ერთი სერტიფიკატი:

1) CCNA Security

  

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში შესრულებული იქნება უამრავი პრაქტიკული დავალება, რაც გაგიადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • უზრუნველყოფილი იქნებით კურსისთვის საჭირო ყველანაირი პროგრამული უზრუნველყოფით;
  • პრაქტიკული დავალებები შესრულდება Windows, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux, Cisco IOS ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ აპლიკაციებში;
  • განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
  • კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციაში;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსის დასრულების შემდგომ მსმენელს შეეძლება მუშაობა კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსად, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად ან ქსელის უსაფრთხოების სპეციალისტად
  • თითოეული მოდულის დასრულების შემდგომ ჩატარდება 7-8 საათიანი პრაქტიკა

 

სწავლა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, Covid-19-თან მიმართებით, ინიცირებული რეკომენდაციების სრული დაცვით         

 

კიბერუსაფრთხოება (CyberOps Associate) მოდულის სასწავლო პროგრამა:

  • ინფორმაციული სისტემების საფრთხეების აღწერა (საფრთხის ინციატორები და გავლენა)
  • ბროლა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ (უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი - SOC)
  • ვინდოუსის კონფიგურაცია და მონიტორინგი, უსაფრთხოება ვინდოუსში
  • ოპერაციული სისტემა ლინუქსი (მუშაობა ლინუქსის პროგრამულ გარსში, სერვერის ბაზისური ადმინისტრირება, ლინუქსის ფაილური სისტემები)
  • ქსელური პროტოკოლების მიმოხილვა: ეზერნეტი, ინტერნეტ პროტოკოლი (IP), ARP, TCP, UDP; ქსელური სერვისები (DHCP, DNS, NAT, FTP, Email, HTTP)
  • ქსელური კომუნიკაციის მოწყობილობების განხილვა (საბოლოო მოწყობილობები, მარშრუტიზატორები, კომუტატორები; უკაბელო ქსელის კომუნიკაციები)
  • ქსელური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა
  • საწარმოო ქსელების უსაფრთხოება; DLP, CyberArk, WAF, SIEM
  • თავდამსხმელები და მათი ინსტრუმენტები
  • გავრცელებული საფრთხეები და თავდასხმები (მავნე პროგრამები - ვირუსები, ტროიანები, ვორმები, გავრცელებული ქსელური თავდასხმები – დაზვერვა, წვდომითი თავდასხმები და სოციალური ინჟინერია; მომსახურებაზე უარის თქმის თავდასხმები; ბუფერის გადავსება; ფიშინფი; სნიფინგი, MitM თავდასხმები; გვერდის არიდება)
  • ქსელის მონიტორინგი და მონიტორინგის ინსტრუმენტები
  • თავდასხმის საფუძველი (IP PDU დეტალები, IP სისუსტეები, TCP და UDP სისუსტეები)
  • თავდასხმები ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე (IP სერვისები – ARP სისუსტეები, ARP ქეშის მოწამვლა, DNS თავდასხმები, DHCP თავდასხმები; HTTP ექსპლოიტები
  • თავდაცვა  (აქტივების იდენტიფიკაცია, სისუსტეების იდენტიფიკაცია, საფრთხეების იდენტიფიკაცია; უსაფრთხოების დოკუმენტები, რეგულაციები და სტანდარტები; ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობების განხილვა; ეთიკის საკითხები)
  • წვდომის კონტროლი (წვდომის კონტროლის კონეფციები, AAA-ს გამოყენება და მუშაობა)
  • საფრთხეზე დაკვირვება (ინფორმაციის წყაროები, საფრთხეზე დაკვირვების სერვისები)
  • კრიპტოგრაფია (მთლიანობა და ნამდვილობა, კონფიდენციალობა, კრიპტოგრაფია ღია გასაღებით, PKI სისტემა, აპლიკაციები და კრიპტოგრაფიის ზემოქმედება)
  • საბოლოო მოწყობილობის უსაფრთხოება (ანტივირუსული დაცვა)
  • საბოლოო მოწყობილობის სისუსტეების შეფასება (სისუსტეების შეფასების გავრცელებული სისტემა (CVSS), ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები)
  • ქსელის უსაფრთხოების მონაცემები (უსაფრთხოების მონაცემთა ტიპები, საბოლოო მოწყობილობების ლოგები, ქსელის ლოგები)
  • გამაფრთხილებელი შეტყობინებების (alerts) შეფასება (შეტყობინებების წყაროები, შეტყობინების შეფასების მიმოხილვა)
  • მუშაობა ქსელის უსაფრთხოების მონაცემებთან (ქსელური მონაცემების კვლევა, კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსის მუშაობის გაუმჯობესება)
  • ინფორმაციის ანალიზი შემოჭრების შესახებ
  • ციფრული ექსპერტიზა და ინციდენტის ანალიზი და რეაგირება (მტკიცებულებების დამუშავება და  თავდასხმის წყაროზე მითითება, კიბერ სიკვდილის ჯაჭვი, შემოჭრების ანალიზის ბრილიანტის მოდელი, ინციდენტზე რეაგირება;
  • ინციდენტების ანალიზი SGUIL, ELSA, Kibana, ElasticSearch, Wireshark პროგრამებით

ქსელის უსაფრთხოება (CCNA Security) მოდულის სასწავლო პროგრამა:

  • თანამედროვე ქსელური საფრთხეები: ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქსელური საფრთხეების მიმოხილვა, საფრთხეების შესუსტება
  • მოწყობილობებთან წვდომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული როლების დანიშვნა, მოწყობილობების მონიტორინგი და მართვა
  • ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება (პრივილეგიები, როლები, OSPF-Security, NTP Security, SNMP security, SSH)
  • უსაფრთხოების ავტომატიზებული ფუნქციების გამოყენება, მართვის დონეების უსაფრთხოება, უსაფრთხო მარშრუტიზაცია
  • აუთენტიკაცია, ავტორიზაცია და ანგარიში (AAA): ლოკალური AAA აუთენტიკაცია, სერვერზე დაფუძნებული AAA, სერვერზე დაფუძნებული AAA აუთენტიკაცია, სერვერზე დაფუძნებული AAA ავტორიზაცია და ანგარიში; RADIUS და TACACS+ სისტემების აწყობა
  • ფაიერვოლ ტექნოლოგიების დანერგვა: წვდომის კონტროლის სიები (ACLs), ფაიერვოლური ტექნოლოგიების იმპლემენტაცია (DMZ, ZPF)
  • თავდასხმების პრევენციის სისტემის დანერგვა: IPS ტექნოლოგიები, IPS ხელმოწერები, IPS-ის დანერგვა
  • ლოკალური ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა: საბოლოო მოწყობილობების (Endpoint) უსაფრთხოება, მეორე შრის უსაფრთხოება (პორტების უსაფრთხოება, VLAN Security, ARP Security, STP-Security, DHCP Security და ა.შ)
  • კრიპტოგრაფიული სისტემები: კრიპტოგრაფიული სერვისები/კონფიდენციალურობა, მთლიანობისა და ნამდვილობის შემოწმება, კრიპტოგრაფია ღია გასაღებით
  • ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) დანერგვა: VPN-ები, IPsec VPN კომპონენტები და ფუნქციები, Site to Site IPsec VPN-ების დანერგვა ბრძანებათა ველის (CLI) გამოყენებით
  • Cisco-ს ადაპტირებული უსაფრთხოების მოწყობილობის (ASA) დანერგვა: ASA-ს საფუძვლები, ASA ფაიერვოლის კონფიგურაცია
  • Cisco-ს ადაპტირებული უსაფრთხოების მოწყობილობის (ASA) გაფართოებული კონფიგურაცია ASDM-ით
  • ASA VPN-ების კონფიგურაცია: AnyConnect Remote Access SSL VPN, Clientless Remote Access SSL VPN, Site-to-Site IPsec VPN
  • დაცული ქსელის მართვა: ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/09/2020
ბოლო ვადა: 09/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: