ხორცის ნახევარფაბრიკატების საამქროს ხელმძღვანელი

გუდვილი

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას ხორცის ნახევარფაბრიკატების საამქროს ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმო პროცესების მართვა;
  • საამქროში სიახლეების დანერგვა;
  • ნახევარფაბრიკატების დამუშავებისა და დახარისხების კონტროლი;
  • პროდუქციის სავაჭრო დარბაზში განთავსების ორგანიზება;
  • საამქროს სისუფთავის კონტროლი;
  • თანამშრომელთა გრაფიკებისა და ტაბელების წარმოება;
  • სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

 

მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სხარტი და ანალიტიკური აზროვნების კარგად განვითარებული უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • რეზუმეების გადარჩევა;
  • პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან;
  • საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „ხორცის ნახევარფაბრიკატების საამქროს ხელმძღვანელი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 04 ივნისი, 2020 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/05/2020
ბოლო ვადა: 04/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: