ხერხების მლესავი

ელთიბი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ხერხების მლესავის პოზიციაზე საწარმოში. კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. ფუნქცია-მოვალეობები: ** არსებულ დანადგარებზე ხერხების და საჭრელი ინსტრუმენტების ლესვა ** საწარმოში არსებული დანადგარების და ინვენტარის მოვლა, მოწესრიგება და დასუფთავება ** დანადგარების და ინვენტარის ტექნიკური მომსახურება დადგენილი წესების მიხედვით. კომპეტენციები: ** პროდუქტიულობა ** ხარისხზე ორიენტირება ** გუნდური მუშაობა. ანაზღაურება: 860 ლარი (საცდელი ვადა 3 თვე, ანაზღაურება საცდელ ვადაზე 724 ლარი). სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, 09:15-18:15 საკონკურსო პირობები: დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხერხების მლესავი". კონკურსის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა ** გასაუბრება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას.

8603724 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/06/2020
ბოლო ვადა: 23/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: