LOT.ge
ხაზინის სპეციალისტი
გოა კრედიტი
საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“ 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში.
ამჟამად „ გოა კრედიტი“ წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.
„გოა კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
დასაქმებულის მოვალეობები იქნება:
- სავალუტო ბაზრის ანალიზი და ვალუტით ეფექტიანად ვაჭრობის უზრუნველყოფა;
- სავალუტო კურსების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- ახალი კომპანიების მოძიება და არსებული პროდუქტების შეთავაზება;
- სალაროების ფულადი რესურსებით საჭირო ვალუტაში მომარაგების უზრუნველყოფა;
- კოორდინაცია ბუღალტერიასთან და ფილიალის მენეჯერებთან;
- ოპერატიული რეაგირების მოხდენა ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით(საქმიანობის ფარგლებში), რაც აფერხებს ან/და რამაც შეიძლება შეაფერხოს ფილიალის გამართულად მუშობის პროცესი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური განხრით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია Bloomberg-ის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
საჭირო უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობა;
- სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კოორდინირების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ანაზღაურება 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე . დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე Hr@goacredit.ge.
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/11/2020
ბოლო ვადა: 08/12/2020
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/11/2020
ბოლო ვადა: 08/12/2020