LOT.ge
ხაზინის სპეციალისტი
ბაზისბანკი
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- საკონვერსიო გარიგების განხორციელება კონტრაგენტ პირებთან;
- ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და დადგენილი ლიმიტების მართვა;
- სახაზინო ინსტრუმენტებით ოპერაციების წარმოება;
- ლიკვიდობის ანალიზი და მართვისთვის საჭირო მოდელების შექმნა;
- საპროცენტო რისკის მართვა;
- ხაზინის ფარგლებში სამართავ პროდუქტებზე ფასწარმოქმნის მოდელების შემუშავება;
- სახაზინო პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
- ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კოეფიციენტების მართვა და საპროგნოზო მოდელების შემუშავება;
- საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დადგენილი კოვენანტების დაცვა;
- განყოფილების უფროსისათვის საჭირო ინფორმაციის და კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდება საქმიანობის გაუმჯობესებისათვის;
- განყოფილების ფარგლებში შემუშავებული რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მიმართულება: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება;
- სავალდებულოა მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსური მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროში მიღებულ გამოცდილებას);
- სასურველია CFA Level I ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსულის და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო დონეზე.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/11/2020
ბოლო ვადა: 26/11/2020