ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას  ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00 (კვირა დღის გარდა)
  • უფასო ყოველდღიური კვება: 12:00 – 13:00 (კვირა დღის გარდა)
  • მისამართი: ქ. თბილისი, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია. ოფისი მდებარეობს სამშენებლო ობიექტზე.
  • ანაზღაურება: 1 500 - 2 000 ლარი
  • გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი ტიპის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრის დიპლომი);
  • MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.

 

სამუშაო აღწერილობა:

  • ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების აზომვა, ფორმა2-ის მომზადება და ფინანსური ანალიზი;
  • ერთეული კალკულაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება, სამუშაოსთვის საჭირო მასალების და რაოდენობის დაწერა;
  • კონტრაქტორები მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ების ანალიზი/კონტროლი.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

 

ობიექტის მოკლე აღწერა:

  • თაბორის მთაზე მიმდინარეობს მაღალი კლასის სასტუმროს მოპირკეთებითი სამუშაოები;
  • •სამშენებლო ფართი 52 000 მ²;
  • პროექტი სრულდება 2021 წლის ნოემბერში.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV (ქართულ ენაზე) ელ-ფოსტაზე hr@anagi.ge, არაუგვიანეს 2020 წლის 6 ივლისისა. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი.

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/06/2020
ბოლო ვადა: 06/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: