ხარისხის  მართვის სამსახურის  ხელმძღვანელი

თბილისის თავისუფალი აკადემია

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ხარისხის  მართვის სამსახურის  ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული საშტატო რაოდენობა: 1.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი  

ზოგადი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემის ცოდნა;  

 შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.

 

გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში  მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

ხარისხის მართვის სამსახურში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის  პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და  პროცედურების შემუშავება;  
  • სასწავლო პროცესთან, ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციასთან, ინსტიტუციურ ავტორიზაციასთან და პროგრამულ აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების, დადგენილებების, ბრძანებების შემუშავების ორგანიზება და კოორდინირება;  
  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატური  მონიტორინგის ორგანიზება შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;  
  • საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის შედეგად რეკომენდაციების  შემუშავება  საგანმანათლებლო  პროგრამების  შემდგომი  სრულყოფის  მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე;  
  • სტუდენტთა, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების, ადმინისტრაციის და სხვა ანონიმური გამოკითხვის ჩატარება და შედეგების  ანალიზის  საფუძველზე  რეკომენდაციების  წარდგენა   საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;  
  • ავტორიზაციის/აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტაციის  მომზადებისა და შეგროვების  ორგანიზება;  
  • აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსისა და  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარდგენა აკადემიის რექტორისათვის;  
  • სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის შემუშავება და დასამტკიცებლად  წარდგენა; 
  • სტუდენტთა კონტინგენტის და აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; 
  • საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების და განვითარების მეთოდოლოგიის შემუშავება  და დასამტკიცებლად წარდგენა; 
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიის შემუშავება  და დასამტკიცებლად  წარდგენა; 
  • ხარისხის მართვის შიდა მექანიზმების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; 
  • ხარისხის მართვის  მექანიზმების  შეფასების სისტემის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; 
  • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების, ასევე მისიის შემუშავების წესების,  ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა მომსახურების წესის შემუშავება და დასამტკიცებლად აკადემიის რექტორთან წარდგენა; 
  • მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის წინამდებარე დებულებით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის, რექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; 

 

წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა: 

  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე; 
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • ფოტოსურათი. 

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება (გასაუბრება ჩატარდება online ან მითითებულ მისამართზე). 

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2020  წლის 19 მაისიდან  2020 წლის  9  ივნისის  ჩათვლით. 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge;    tea.tulashvili@freeacademy.edu.ge 

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 2 36 91 60 

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/05/2020
ბოლო ვადა: 17/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: