ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ქუთაისში

ქუთაისის უნივერსიტეტი

ქუთაისის უნივერსიტეტი ვაკანსია: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი

სტრუქტურული ერთეული: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი” (www.unik.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

 

„ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.08.2020

თანამდებობრივი სარგო: 700 ლარი (დარიცხული)

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საუნივერსიტეტის შიდა ორგანიზაციული კვლევის ორგანიზება და განხორციელება.

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრანტი;
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B2 (მეტყველება, წერა).

 

 

ვაკანსიის დეტალები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 24 აგვისტოსს.
  • კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
  • კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
  • დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@unik.edu.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად” თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/08/2020
ბოლო ვადა: 24/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: