ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

OneSoft

კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (Software QA Manager) პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: კომპანია "OneSoft" წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - 1C-ის პლატფორმაზე არსებული უახლესი პროგრამული სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.onesoft.ge სამუშაოს მოკლე აღწერა: ** პროგრამის ფუნქციონალთან დაკავშირებული მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი. ** პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება. ** პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ** სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, აღწერა, დეველოპერთან გადამისამართება. ** შესწორებების ხელახალი ტესტირება. ** პროგრამირების და ტესტირების დასრულების შემდეგ ფუნქციონალის აღწერის მომზადება. ** ტესტირების პრაქტიკის შემუშავება და პროცესის მართვა. ** შესრულებულ სამუშაოებზე რეპორტების მომზადება. ** ფუნქციონალის ეტაპობრივი გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა. ** პროგრამის ფუნქციონალთან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერა. ** ფუნქციონალის განახლებული შესაძლებლობების შესახებ შესაბამისი აღწერის მომზადება. ** Test case-ების დაგეგმვა და შესრულება. პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული მეცნიერებების მიმართულებით ** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები ** უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა ** უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული კონფიგურაციების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება ** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა. პიროვნული უნარები: ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** აქტიურობა და მიზანმიმართულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დავით გამრეკელის 2, "აქსისის ბიზნეს ცენტრი" ** სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი - 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი. ** ანაზღაურება: 1000 ₾-დან, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@1soft.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ: "Software QA Manager". გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/03/2020
ბოლო ვადა: 20/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: