ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორის ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დიპლომირებული მედიკოსი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სტანდარტების ცოდნა (ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

 

დამატებითი მოთხოვნა:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში;
  • მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის სამუშაოს ზოგადი აღწერა:

  • ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის კონტროლს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისთვის თვითშეფასების მომზადების გზით.
  • უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემურ შეფასებას უნივერსიტეტში დადგენილი ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი სტანდარტის შესაბამისად;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და სამსახურის უფროსთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად მათი გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას.

 

კონკურსის ეტაპები:

  • საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება

საკონკურსო განაცხადები მიიღება: 2020 წლის 15 აპრილის ჩათვლით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ciu.edu.ge  

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/04/2020
ბოლო ვადა: 15/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: