ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი

შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო  სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აცხადებს ღია კონკურსს ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  

 

კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი: 

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (იხ. დანართი);  
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • ავტობიოგრაფია - CV ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხ. თანდართული შაბლონები); 
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარება) 
  • სამუშაო  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;  
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის,  გამოქვეყნებული მონოგრაფიების, სტატიების, შრომების ნუსხა, მიღებული ჯილდოების დამადასტურებელი საბუთი, სერტიფიკატები და სხვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი პრიორიტეტულია). 
  • ხარისხის მართვის სამსახურში არანაკლებ სამწლიანი სამუშაო სტაჟი, მათ შორის, განათლების სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქმიანობის გამოცდილება;   
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა, გამართულად წერა და მეტყველება; 
  • ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენის  სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა; 

 

საჭირო უნარ-ჩვევები: 

  • ზედამხედველობა და პროცესებზე ორიენტირება; 
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; 
  • საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დელეგირებისა და გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლიანობა და განვითარებისკენ სწრაფვა. 

 

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 24 აგვისტო. 

 

კონკურსის ვადები: 

  • საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 24 აგვისტოდან 07 სექტემბრის ჩათვლით.  
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2020 წლის 08-10 სექტემბრის ჩათვლით. 
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 2020 წლის 12 სექტემბერს 
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020  წლის 15 სექტემბერს 

 

განმარტება:  

კონკურსის პირველ ეტაპზე  კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთები განიხილება გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას. 

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი 

გამოსაცდელი ვადა 1 თვე 

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის: 

განცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად. 

ე-მეილი:  info@alterbridge.edu.ge 

საკონტაქტო ტელეფონი:  +995 555 554093  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/08/2020
ბოლო ვადა: 07/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: