ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, კვირაში 6 დღე

სამუშაო ადგილი: ცენტრალური საწყობი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან).

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ხილ-ბოსტნეულის პროდუქტის ხარისხის შემოწმება და კონტროლი;
  • შესამოწმებელი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
  • უხარისხო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • პროდუქტის დასურათება და ანგარიშგების სახით ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კეთილსინდისიერება

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 აგვისტო, 2020 წელი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“ - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/07/2020
ბოლო ვადა: 12/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: