ხარისხის კონტროლის მენეჯერის დამხმარე

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ხარისხის კონტროლის მენეჯერის დამხმარე 

 

სამუშაო საათები:  10:00 – 19:00, კვირაში 6 დღე

ანაზღაურება: 600 ლარი

სამუშაო ადგილი:  ცენტრალური საწყობი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან).

 

 

ძირითადი ფუნქციები

  • შესამოწმებელი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება
  • პროდუქციის ხარისხის შემოწმების პროცესში ჩართულობა
  • პროდუქციის შემოწმების შემდეგ შესაბამის პუნქტამდე გადატანის უზრუნველყოფა
  • ხარისხის კონტროლის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა სამუშაო პროცესებში.

 

 

ვაკანსიის მოთხოვნები

  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლიანი
  • კეთილსინდისიერი

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591751438.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- ხარისხის კონტროლის მენეჯერის დამხმარე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 აგვისტო, 2020 წელი

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“  - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“  - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/07/2020
ბოლო ვადა: 13/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: