ხარისხის კონტროლის მენეჯერი

Nexia TA

Nexia TA-ში რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში გვაქვს  ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულების ხარისხის კონტროლის მენეჯერის ვაკანსია. 

ხარისხის კონტროლის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

  • Nexia TA-ს მიერ კონტრჰაგენტი კომპანიებისთვის გაწეული  მომსახურების ხარისხის კონროლი ბუღალტრული და საგადასახადო კუთხით. 
  • სტრუქტურულად კონტჰაგენტ კომპანიებში არიან მთავარი ბუღალტრები, თავს მხრივ მთავარ ბუღალტრებს  ჰყავთ ბუღალტერიის და საგადასახადო მიმართულების მენეჯერები.
  • ხარისხის მენეჯერის ფუნქცია იქნება სტანდარტების შესაბამისად   შეამოწმოს  ბუღალტერიის წარმოების პროცესის სისწორე. ასევე  ბუღალტერიის სერვისის წარმოებისათვის  ბიზნეს პროცესების ეფექტურობა. 
  • შეიმუშავოს რეკომენდაციები ხარვეზების შემთხვევაში  და უზრუნველყოს   რეკომენდაციების  შესრულების  მონიტორინგი.

იერარქიურად ხარისხის კონტროლის მენეჯერი დაექვემდებარება  კომპანიის მმართველ პარტნიორს.  

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ან ეკონომიკის მიმართულებით
  • მთ. ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში.
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესად ჩაითვლება შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 
  • საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
  • IFRS სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

სასურველი მოთხოვნები:

  • ACCA სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად
  • დამატებით უცხო ენები ჩაითვლება უპირატესობად  

უნარები და პიროვნული თვისებები

  • ანალიტიკური უნარები
  • წერილობითი ანგარიშის  მომზადების უნარი
  • პროცესების მონიტორინგის უნარი
  • ინტერპერსონალური უნარები

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ხარისხის კონტროლის მენეჯერი“. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/06/2020
ბოლო ვადა: 05/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: